Wednesday 26 March 2014

ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღეს კლუბის წევრები მედიცინის დოქტორებს და მეცნიერებს შეხვდნენ

24 მარტს, ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღეს რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები ექსპერტებს  შეხვდნენ.  
მოწვეული სტუმრები იყვნენ  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ნანა ცხაკაია,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომლები: თეონა თოდუა, მაია ბერუჩაშვილი.
შეხვედრის პირველ ნაწილი ტუბერკულიოზის აღმოჩენისა და გავრცელების ისტორიის განხილვას დაეთმო.
სტუმრებმა ისაუბრეს დაავადების გადამდებ გზებსა და თავის დაცვის საშუალებებზე.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა შემთხვევაშია დაავადება საშიში, რას უნდა ერიდონ  საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. რა არის დაავადების პირველი ნიშნები და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.
მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და კლუბის წევრებმა პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო დაავადების გადადების გზებისა და მასთან ბრძოლის საკითხები აღმოჩნდა.
შეხვედრა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებით დასრულდა, რომლის მთავარი სათქმელი იყო,  თუ რა მნიშვნელობა აქვს დაავადების დასაწყისშივე აღმოჩენას და დროულ მკურნალობას.
შეხვედრის მთავარი მიზანი  ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათ ინფორმირება იყო.

შეხვედრა USAID-ის ოფისში გაიმართა და მას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების  30-მდე წევრი დაესწრო.

Tuesday 4 March 2014

რუსთავის სამოქალაქო კლუბებმა გასული თვე ერთად შეაჯამეს

4 მარტს რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები სიქას ოფისში შეიკრიბნენ და ერთმანეთს თებერვლის თვეში განხორციელებული აქტივობები გაუზიარეს.
კლუბები ჩაერთვნენ სიქას მიერ გამოცხადებულ აქტივობაში „გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში“, რომლის ფარგლებში კლუბებში მოიწვიეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებთანაც მოაწყვეს შეხვედრა და დისკუსია მათთვის საინტერესო და სასარგებლო თემებზე.
აქტივობაში მონაწილეობისთვის კლუბებს საჩუქრად გადაეცათ საკანცელარიო კომპლექტი, რომელსაც კლუბში მუშაობის დროს გამოიყენებენ.
შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს ინიციატივებსა და შედეგებზე, რომლითაც სხვადასხვა დაწესებულებებს მიმართეს.
მაგალითისთვის, რუსთავის 23-ე სკოლის სამოქალაქო კლუბს რესტორანმა „თამადამ“ 50 ლარის ღირებულების ტკბილეული და იები გადასცა, რომლითაც კლუბმა 3 მარტს მოხუცთა სახლის ბინადარნი გაახარეს.
რუსთავის #20 სკოლის ინიციტივაზე კი ი.მ. „ზურაბ გიორგაძემ“ თანხმობა განაცხადა და მოსწავლეებს სკოლის ღობის შესაღებად 15 კოლოგრამი საღებავი და 5 ცალი ფუნჯი უფასოდ გადასცა.
მოსწავლეებმა ერთობლივად დაგეგმეს სამომავლო აქტივობა, რომელიც საგზაო წესების დაცვის პროპაგანდას ემსახურება და მომდევნო სამუშაო შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. 

Saturday 1 March 2014

რუსთავის მერიამ სამოქალაქო კლუბის ინიციტივის განხორციელება უკვე დაიწყო

28 თებერვალს რუსთავის სამოქალაქო კლუბების რამდენიმე წევრი მერის პირველ მოადგილეს გიგი ტაბატაძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს გიორგი არჩვაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა რუსთავის #22-ე სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივა იყო, რომელიც ჟიული შარტავას ძეგლის უკან არსებული ძველი კონსტრუქციის რეაბილიტაციას შეეხება.
აღნიშნულ ინიციატივაზე კლუბმა მერიისგან თანხმობის წერილი მიიღო.
შეხვედრაზე ერთად განიხილეს რისი გაკეთება შეიძლება აღნიშნულ ადგილას, მოსწავლეებმა საკუთარი იდეები გაუზიარეს სამსახურის უფროსს, რომელმაც კლუბის წევრებს არსებული ვითარება გააცნო და უთხრა, რომ კონსტრუქციის ავტორს უკვე მიწერეს რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით და  პასუხის მიღებისთანავე აქტიური სამუშაოები დაიწყება.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
ამავე შეხვედრაზე მოსწავლეებმა მერის მაოდგილესთან განიხილეს რამდენიმე სტადიონის რეაბილიტაციისა და ერთ-ერთ ქუჩაზე ლამპიონების დამონტაჟების საკითხი.
გიგი ტაბატაძემ მოსწავლეების ინიციატივები ჩაინიშნა და აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რომ ერთად მოაგვარონ აღნიშნული პრობლემები.
აქვე გიგი ტაბატაძემ რუსთავის მე-4 სკოლის სამოქალაქო კლუბს ინიციატივაზე თანხმობა განუცხადა, რომ კლუბს გადაეცეს დეკორატიული ყვავილები და ნერგები სკოლის ეზოს გასალამაზებლად. მერია გამოყოფს მუშა ხელს, რომლებიც ნარგავებს შესაბამის ადგილასა და დროს დარგავენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მერის სახელზე რამდენიმე ოფიციალური წერილი შეიტანეს, რომლითაც თემში არსებული სხვადასხვა პრობლემებზე რეაგირება ითხოვეს.

Tuesday 25 February 2014

სამოქალაქო კლუბების სამუშაო შეხვედრა

25 თებერვალს, სიქა-ს ოფისში რუსთავის სამოქალაქო კლუბების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ მოქმედი სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრები, რომლებმაც ერმანეთს უკვე განხორციელებული და სამომავლო  აქტივობები გააცნეს.
შეხვედრის განმავლობაში ახლგაზრდებმა იმსჯელეს და იმუშავეს ინიციატივებზე, რომლითაც  ქალაქის  თვითმმართველობას მიმართავენ. ინიციატივები კი თემში არსებული პრობლემების მოგვარებას ემსახურება.
კლუბები აქტიურად განაგრძობენ თემის პრობლემების კვლევასა და მათ მოსაგვარებლად სხვადასხვა სტრუქტურებთან თუ კერძო სექტორთან თანამშრომლობას.

Tuesday 21 January 2014

ბანაკის შემდეგ საპროექტო ჯგუფმა პროექტზე მუშაობა აქტიურად დაიწყო

სამოქალაქო განათლების ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის დასრულების შემდეგ რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა ბანაკში შემუშავებულ პროექტზე მუშაობა დაიწყეს.
პროექტი რუსთავში, მე-12 მკრ-ნის მიმდებარე ტერიტორიაზე წრიულისა და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის გაკეთებას ითვალისწინებს.
პირველ რიგში გუნდმა ქალაქის თვითმმართველობისგან თანხმობა მიიღო.
მერიამ გუნდის წევრები დააკავშირა კომპანიას, რომელიც უშუალოდ შეასრულებს სამუშაოებს.
დაიგეგმა შეხვედრის დრო, როდესაც კომპანიის წარმომადგენლები და მოსწავლეები ერთად  შესწავლიან ტერიტორიას და შეადგენენ ნახაზს.
მოლაპარაკების შემდეგ ჯგუფის წევრები 21 იანვარს სიქას ოფისში შეიკრიბნენ, იმსჯელეს შესასრულებელ სამუშაოებზე და გადაინაწილეს მოვალეობები.

Wednesday 4 December 2013

რუსთავისა და მარტყოფის სამოქალაქო კლუბის წევრები საქართველო-ამერიკის რაგბის მატჩს დაესწრნენ

საქართველოს რაგბის ფედერაციამ რუსთავისა და მარტყოფის სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრებისთვის უფასო 30 ბილეთი გამოყო 16 ნოემბერს  გამართულ საქართველო-ამერიკის მატჩზე დასასწრებად.
მოსწავლეები შეხვედრამდე შეხვდნენ ყოფილ რაგბისტსა და მწვრთნელს პალიკო ჯიმშელაძეს, რომელთან ერთადაც  ისაუბრეს რაგბის შესახებ. სწორედ ამ შეხვედრაზე გამოთქვეს მოსწავლეებმა სურვილი, რომ დასწრებოდნენ რაგბის მატჩს.

რაგბის ფედერაციამ დააკმაყოფილა მათი თხოვნა და მოსწავლეები უფასოდ დაესწრნენ საქართველო-ამერიკის თამაშს  და ერთად უგულშემატკივრეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

დებატების ტრენინგი სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის