Thursday 23 December 2010

შეხვედრა №2 საჯარო სკოლაში

16 დეკემბერს რუსთავის №2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის ინიცატივით შედგა შეხვედრა სკოლის კურსდამთავრებულთან, მსოფლიო ჩემპიონთან ბრძოლაში წესების გარეშე - გიორგი გუგენიშვილთან. მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები.

შეხვედრის პირველ ნაწილში დარბაზი გაეცნო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას და შედგა მოსწავლეთა კლუბის პრეზენტაცია. მეორე ნაწილში მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა სპორტის იმ სახეობაზე, რაშიც თვითონ გამოდის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესისა და განათლების საჭიროებაზე და უპასუხა დარბაზის შეკითხვებს. შუალედში შედგა მის შესახებ მომზადებული სლაიდების ჩვენება. შეხვედრამ საინტერესოდ და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.

Wednesday 22 December 2010

ვიქტორინა №10 საჯარო სკოლაში

ქ.რუსთავის №10 საჯარო სკოლაში 20 დეკემბერს ჩატარდა ვიქტორინა მოსწავლეებს შორის. ვიქტორინა მოიცავდა იმ თემებს, რომლებიც მოსწავლეებმა უკვე გაიარეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე.
მასპინძელ მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ერთად ვიქტორინას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს, ფონდ "ჰარმონიისა" და ქალაქის პოლიციის განყოფილების წარმომადგენლები.
ვიქტორინაში მონაწილეობდა სკოლის მოსწავლეთა ორი გუნდი: "თემოდა" და "კოლეგია". ვიქტორინა 4 განსხვავებული
ტურისაგან შედგებოდა და მას სტუმრებისგან დაკომპლექტებული ობიექტური ჟიური აფასებდა. ორივე გუნდმა ცოდნის საკმაოდ მაღალი დონე გამოავლინა და შეჯიბრი გუნდებს შორის მინიმალური სხვაობით დასრულდა.
შეხვედრა საინტერესო და სახალისო იყო არა მარტო მონაწილეთათვის, არამედ დამსწრეთათვისაც.

№4 საჯარო სკოლის „სამოქალაქო კლუბის“ სამუშაო შეხვედრა

22 დეკემბერს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა კლუბის ბავშვებთან. მოსწავლეებმა დიდი სურვილი გამოთქვეს კლუბის აქტიური მუშაობის შესახებ. მათ უკვე აქვთ ჯგუფში მუშაობის სხვადასხვა გამოცდილება და გარკვეული უნარები, რომლის გამოყენებასაც აპირებენ.

დაიგეგმა შემდეგი სამუშაო შეხვედრაც, სადაც კლუბი იმუშავებს შემდეგ საკითხებზე:

· კლუბის სახელი

· სლოგანი

· მმართველობითი სისტემა

· შეხვედრების რეჟიმი

· წესდება

· შინაგანაწესი

Tuesday 21 December 2010

№ 25 საჯარო სკოლის “სამოქალაქო კლუბის“ სამუშაო შეხვედრა

2010 წლის 21 დეკემბერს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში შედგა კლუბის ბავშვებთან პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც გაგრძელდა 1:30 სთ. შეხვედრას ესწრებოდა 8 მოსწავლე.

კლუბის ბავშვები შეთანხმდნენ კლუბის მუშაობის ძირითად სამუშაო ღერძზე, რომელიც გაუადვილებთ და სტრუქტურირებულ სახეს მისცემს მათ მუშობას.

დაგეგმეს კლუბის შემდეგი სამუშაო შეხვედრა, სადაც დღის წესრიგში იქნება მუშაობა კლუბის სახელზე, სლოგანზე, დროშაზე, შინაგანაწესზე, წესდებაზე, მმართველობით სისტემაზე.

პირველმა შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.

Thursday 16 December 2010

#1 საჯარო სკოლის "სამოქალაქო კლუბი"

15 დეკემბერს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში მოეწყო შეხვედრა#1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბავშვებთან და პედაგოგთან. სამუშაო შეხვედრა გაგრძელდა 1:30 წუთი. შეხვედრას ესწრებოდა 12 მოსწავლე.
კლუბის მუშაობის ორგანიზებულად დასაწყებად, თავად ბავშვებიდან კლუბის კოორდინატორის დახმარებით წამოვიდა იდეები, თუ რა სჭირდება კლუბს საწყის ეტაპზე.
მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბდა: კლუბის სახელი, ლოგო, სლოგანი, სამკერდე ნიშანი, წესდება, მმართველობის სტილი ( სტრუქტურა)
მონაწილეებს აქვთ განხორციელებული რამოდენიმე სამოქალაქო აქტივობა.

მეორე შეხვედრა №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბთან

13 დეკემბერს „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში მოეწყო რიგით მეორე შეხვედრა 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგთან. სამუშაო შეხვედრას დაესწრო 9 მოსწავლე.

გონებრივი იერიშის მეთოდით ჯგუფმა შეიმუშავა სამოქალაქო კლუბის მუშაობისათვის აუცილებელი სტრუქტურა. შეხვედრის მონაწილეებმა დაიწყეს მუშაობა კლუბის სახელზე, სლოგანზე, ლოგოზე, შინაგანაწესზე, წესდებაზე, ასევე კლუბის წევრების ფუნქცა-მოვალეობების გადანაწილებაზე.

სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორი საათი გაგრძელდა, იყო ნაყოფიერი, რადგანაც გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები კლუბის დაარსებისა და ეფექტურად მუშაობისათვის.

კლუბის წევრები შეთანხმდნენ შემდეგ შეხვედრაზე.

Thursday 9 December 2010

პროგრამის პრეზენტაცია მე–5 საჯარო სკოლაში

9 დეკემბერს მოეწყო პროგრამის პრეზენტაცია რუსთავის #5 საჯარო სკოლაში. შეხვედრას უძღვებოდა პროგრამის ერთ–ერთი კოორდინატორი ნინი ვარდიაშვილი. პრეზენტაციას დაესწრო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და 30–მდე მოსწავლე.
დაიგეგმა სკოლის აქტიური მოსწავლეებით დაკომპლექტებული სამოქალაქო კლუბის შექმნა.

პირველი სამოქალაქო კლუბი რუსთავში

ქ.რუსთავში უკვე შეიქმნა პირველი სამოქალაქო კლუბი. №15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ ლია ღუღუნიშვილის ხელმძღვანელობით შექმნეს კლუბი "მე - აქტიური მოქალაქე", რომლის სლოგანია "აქტიური მოქალაქე - დემოკრატიული საქართველოს გარანტი". გამოაცხადეს კონკურსი კლუბის ლოგოზე. უკვე შეიმუშავეს კლუბის შენაგანაწესი და მუშაობენ წესდებაზე. კლუბი დაიყო 4 ქვეკომიტეტად, რომელთაგან ერთ-ერთს ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორიც. ეს კომიტეტებია :
  • საკანონმდებლო კომიტეტი ( შედგება 2 მონაწილისგან);
  • აღმასრულებელი კომიტეტი (შედგება 2 მონაწილისგან);
  • საინფორმაციო (მასმედიის) კომიტეტი (შედგება 3 მონაწილისგან);
  • კრეატივი კომიტეტი ( დანარჩენი მონაწილეები).
კლუბი მუშაობს აქტიურად და აქვს ყოველდღიური სამუშაო შეხვედრები.

Wednesday 8 December 2010

პრეზენტაცია რუსთავის მეათე საჯარო სკოლაში


8 დეკემბერს რუსთავის მეათე საჯარო სკოლაში ჩატარდა პროგრამის პრეზენტაცია.
სკოლას სამოქალაქო აქტივობების დიდი გამოცდილება აქვს. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ ახლა პროგრამას, პროგრამის ყველა მიმართულებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესის საგანი საზაფხულო ბანაკები და სტაჟირების პროგრამაა.

Tuesday 7 December 2010

პროგრამის პრეზენტაცია 25–ე საჯარო სკოლაში


7 დეკემბერს მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" პროგრამის პრეზენტაცია რუსთავიე 25–ე საჯარო სკოლაში.
პრეზენტაციას დაესწრნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აქტიური უფროსკლასელი მოსწავლეები. მოსწავლეების მხრიდან დიდი იყო ინტერესი საგრანტო პროგრამების, სტაჟირების პროგრამებისა და სამოქალაქო კლუბების აქტივობების მხრივ.

პროგრამის პრეზენტაცია მე–4 საჯარო სკოლაში


7 დეკემბერს სიქას წევრები, რომლებიც ჩართულნი არიან "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" განხორციელებაში რუსთავის მე–4 საჯარო სკოლას ეწვივნენ.
პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და აქტიური უფროსკლასელი მოსწავლეები.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს პროგრამის სხვადასხვა მიმართულებებში აქტიური ჩართვისადმი, განსაკუთრებული ინტერესი სტაჟირების პროგრამამ და საგრანტო კონკურსებმა გამოიწვია.

პრეზენტაცია რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში


6 დეკემბერს რუსთავის მე–2 საჯარო სკოლაში მოეწყო პროგრამის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები, აქტიური უფროსკლასელები (25– მოსწავლე).
სკოლას აქვს თემში აქტივობების დიდი გამოცდილება. არსებობს მოსწავლეთა და პედაგოგთა ბირთვი, რომლებიც დიდი ინტერესით ერთვება სამოქალაქო განათლების გაკვეთლებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პროგრამაში.

Monday 6 December 2010

პრეზენტაცია რუსთავის პირველ საჯარო სკოლაში


6 დეკემბერს რუსთავის 1–ელ საჯარო სკოლაში მოეწყო პროგრამის პრეზენტაცია . პრეზენტაციას დაესწრო სკოლის ადმინისტრაცია, დირექტორი, პედაგოგები, უფროსკლასელი მოსწავლეები და თემის წარმომადგენლები – აქტიური მშობლები, სულ 60–დე პიროვნება.
სკოლას აქვს ა პროგრამა ჰარმონიასთან თანამშრომლობის გამოცდილება . რუსთავის პირველმა საჯარო სკოლამ დიდი ინტერესით აიტაცა ახალი პროგრამის იდეა, მშობლემაც დიდი სურვილი გამოთქვეს ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობებში როგორც თემის აქტიური წევრები.

Thursday 2 December 2010

პირველი სამოქალაქო კლუბი რუსთავში

2010 წლის 2 დეკემბერს რუსთავის # 15 საჯარო სკოლაში შედგა პირველი შეხვედრა სკოლის სამოქალაქო კლუბის საინიციატივო ჯგუფსა და სიქა–ში სამოქალაქო კლუბების დაარსების კოორდინატორს შორის . შეხვედრას დაესწრო 20-მდე ახალგაზრდა ( მოსწავლე) რომელთაც დიდი სურვილი აქვთ აქტიურად დაიწყონ მუშაობა სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად. კლუბის მოსწავლეების მხარდამხარ იმუშავებს სკოლის სამოქალაო განათლების პედაგოგი ლია ღუღუნიშვილი.
პირველივე შეხვედრაზე კლუბმა შექმნა შინაგანაწესი, შემუშავდა კლუბის მუშაობის განრიგი. დაიგეგმა კლუბის გამგეობის არჩევნები და კლუბის მომავალი აქტივობები.

30 ნოემბერი – პრეზენტაცია მე–15 საჯარო სკოლაში

30 ნოემბერს რუსთავის მე–15 საჯარო სკოლაში შედგა პროგრამის პრეზენტაცია. პრეზენტაციას უძღვებოდნენ სიქა–ს წევრები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პროექტის "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" პროგრამაში. შეხვედრას ესწრებოდა 31 პიროვნება – სკოლის ადმინისტრაცია, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლია ღუღუნიშვილი, აქტიური მოსწავლეები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, აქტიური მშობლები. მე–15 სკოლაში ჰარმონიის კიდევ ერთი პროექტი მიმდინარეობს სოციალური ქსელების განვითარების ხელშეწყობის თემაზე, არიან ბავშვები რომლებიც კარგად ფლობენ ბლოგინგის ხელოვნებას. დაიგეგმა სამოქალაქო კლუბის პირველი შეხვედრა პროგრამის კოორდინატორთან.
ქალაქის სხვა სკოლებში პრეზენტაცია იგეგმება უახლოეს დღეებში.

29 ნოემბრის პრეზენტაცია

29 ნოემბერს სიქა–ში მოეწყო პროგრამის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პრეზენტაცია ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტიური ახალგაზრდებისათვის.
პრეზენტაციას დაესწრო 13 მონაწილე, რომლების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში ეცნობიან ქვემო ქართლის არასამთავრობო როგანიზაციების მუშაობას

პროგრამის პრეზენტაცია ქ. რუსთავში

22 ნოემბერს სიქა–ს ოფისში გაიმართა "სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია. PH International - საქართველოს ოფისი ახორციელებს "სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების" სამწლიან პროგრამას. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია პარტნიორი ორგანიზაციაა ქვემო ქართლში აღნიშნული პროგრამის "მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების" კომპონენტის განხორციელების კუთხით. სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში; გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამის პრეზენტაციას უძღვებოდნენ ბერდია ნაცვლიშვილი – პროგრამა ჰარმონიის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, თამუნა ფრუიძე – გრანტების მენეჯერი (პროგრამა ჰარმონია) და ინგა პაიჭაძე – სიქას აღმასრულებელი დირექტორი. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. რუსთავის საჯარო სკოლების, თვითმმართველობის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.