Tuesday 27 September 2011

მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების საკონსულტაციო შეხვედრა

20 სექტემებრს სიქა-ს ოფისში გაიმართა საგრანტო საკონსულტაციო შეხვედრა მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებისა და მეურვეებისათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის პროგრამის სამიზნე სკოლების 30-დე წარმომადგენელი. მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მეორე წლის პრიორიტეტებისა და გეგმის შესახებ. შეხვედრის მთავარი თემა საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მზადება იყო. 

Monday 19 September 2011

საკონსულტაციო შეხვედრები განახლდა


17 სექტემბერს სიქა-ში გაიმართა შეხვედრა რუსთავის სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან და მეურვეებთან. შეხვედრაზე კლუბების წარმოამდგნელებს გააცნეს მცირე ცვლილებები "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში". დაისახა ახალ სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების გეგმები, ახალი ინიციატივები. განიხილეს მიმდინარე დასრულებული საგრანტო პროექტები. დადგინდა - ყოველ სამშაბათს 16 საათზე სიქა-ს ოფისში გაიმართება შეხვედრები და კონსულტაციები პროგრამის სამიზნე სკოლების წარმომადგენელთათვის. 
შეხვედრას უძღვებოდნენ პროგრამის დირექტორი ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძე და საგრანტო მიმართულების კოორდინატორი ცირა თავშავაძე. 

Saturday 10 September 2011

ვორკშოპი საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების თემაზე

10 სექტემბერს სიქა- ახალ ოფისში გაიმართა ვორკშოპი საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების თემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებმაახალგაზრდებმა განიხილეს საქართველოს ახალგაზრდობის საჭიროებები, პრობლემები და მათი მოგვარების გზები. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ სიქა- ახალგაზრდული მუშაკები მარი აბულაძე და კახა ფაშურიშვილი.

შეხვედრა საკრებულოში

15 ივნისს ქ. რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები და პროგრამის კოორდინატორი ქვემო ქართლში ინგა პაიჭაძე შეხვდნენ ქ. რუსთავის მერიის და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს.
შეხვედრაზე ქალაქის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ გააცნეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, განხორციელებული აქტივობები. შეხვედრისას მოსწავლეებმა ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე ქალაქში არსებული რამდენიმე პრობლემა და მისი მოგვარების გზები დასახეს. ერთ-ერთი პრობლემა სამარშრუტო ტაქსებში მძღოლების მიერ ნიკოტინის მოხმარების ფაქტებია, რასაც მასიური სახე აქვს. ამის გამო  საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უკვე ჯანმრთელობისათვის საზიანო ხდება.საკრებულოს თავ-რემ მოსწავლეებს აღუთქვა, ქალაქის თვითმმართველობა სატრანსპორტო კომპანიებს ხელშეკრულებაში ჩაუდებს მუხლს მგზავრთა "ჯანსაღი" გადაადგილების თაობაზე. 
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოსწავლეებმა დასვეს საკრებულოს წინაშე ქალაქის სკოლებში  ველოსადგომების მოწყობის საკითხია. ქალაქის მესვეურები აღნიშნული საკითხის ქალაქის პრიორიტეტების ერთ-ერთ პუნქტად დასმას შეპირდნენ. მსგავს შეხვედრებს ქ. რუსთავის ხელმძღვანელობასა და მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებს შორის პერმანენტული ხასიათი ექნება.

სტუმრად "ჩვენს ეზოში"

ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების აქტიურმა წევრებმა, კლუბის მეურვეებმა  და სიქა-ს გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახელმწიფო მაუწყებლობის პროგრამა "ჩვენი ეზოს" სატელევიზიო ჩაწერაში. გადაცემა მიეძღვნა 'სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას", მის პრიორიტეტებს, განხორციელებულ და მომავალ  აქტივობებს.  გადაცემაში ასევე მონაწილეობას იღებდა პროგრამაში ჩართული დელეგაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან.