Thursday 24 February 2011

23 თებერვლის შეხვედრა


სიქა-ში გრძელდება ყოველკვირიული შეხვედრები სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებთან. 23 თებერვალს სიქა-ს ოფისში შედგა მორიგი შეხვედრა პროგრამის კოორდინატორებსა და №4 და №22 სკოლის მოსწავლეებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ №22 სკოლაში სულ ერთი კვირაა, რაც შეიქმნა სამოქალაქო კლუბი, მოსწავლეებმა უკვე მოამზადეს საკუთარი წესდება, ორგანიზაციული საკითხებიც მოაგვარეს და მზადყოფნაც გამოთქვეს საგრანტო პროგრამაში ჩართულობის შესახებ.
შეხვედრაზე მოხდა მცირე გრანტების საიტის დათვალიერება.მოსწავლეებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე განიხილეს სამოქალაქო კლუბებში მიმდინარე მუშაობა და ახლო მომავლის გეგმებზეც ისაუბრეს. დაურიგდათ ფორმა „ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ“, რომელიც დაეხმარებათ მათ გაწერონ ყოველი განსახორციელებელი ღონისძიების პროექტი (გეგმა). შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ისტ ტრენინგების საჭიროება ელ-ფოსტასთან მუშაობასთან დაკავშირებით . შეთანხმდნენ, რომ სიქა აუცილებლად დაგეგმავს ტრენინგებს ისტ ტექნოლოგების გამოყენების უნარების გასაუმჯობესებლად ამ სკოლების მოსწავლეებისათვის მომდევნო კვირაში, რის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია აუცილებლად მიეწოდებათ მოსწავლეებს.
შეხვედრას ესწრებოდა ასევე იურისტი იოსებ პირველი, რომელმაც გამოთქვა სამოქალაქო კლუბებთან თანამშრომლობის სურვილი.

Saturday 19 February 2011

კონსულტაციები საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით

17 თებერვალს სიქა-ს ოფისში გაიმართა კონსულტაცია მცირე გრანტების პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის №1, 2, 4, 5, 10, 21 და 25 სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. შეხვედრის მიზანი იყო:
  • მცირე გრანტების სააპლიკაციო ფორმის ყველა მუხლის განმარტება-ანალიზი;
  • აუცილებელი თანდართული ფორმების: სამუშაო განრიგისა და ბიუჯეტის შედგენა.
საგრანტო პროექტის ბიუჯეტის მაგალითის განხილვით, მოსწავლეები უფრო კარგად გაერკვნენ ბიუჯეტის შედგენის ნიუანსებში. 
შეხვედრას ესწრებოდა PH International-ში გრანტების მენეჯერი თამუნა ფრუიძე, რომელიც დაინტერესდა სამოქალაქო კლუბების საქმიანობით: რა სიხშირით იკრიბებიან და რა საკითხებთან დაკავშირებით. კლუბების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მერ გაწეულ სამუშაოებზე და რჩევებიც მიიღეს გრანტების მენეჯერისგან.
მსგავსი შეხვედრები სიქა-ს ოფისში პერიოდულად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს საგრანტო პროექტების დახვეწას და დამუშავებას.

Thursday 17 February 2011

#22 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის სამუშაო შეხვედრა


15 თებერვალს ქ. რუსთავის #22 საჯარო სკოლაში შედგა პროგრამის ფარგლებშჲ დაფუძნებული სამოქალაქო კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის 29 მოსწავლე და მეურვე პედაგოგი. მოსწავლეები გაეცნენ კლუბის მუშაობისთვის საჭირო ძირითად კონცეფციას. გონებრივი იერიშის შედეგად ჩამოყალიბდნენ თუ რა სჭირდება კლუბურ მუშაობას საწყის ეტაპზე. დაგეგმეს შემდეგი სამუშაო შეხვედრა და განრიგი.

# 21 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი

2011 წლის 14 თებერვალს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში შედგა #21 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. შეხვედრას ესწრებოდა 16 მონაწილე. კლუბის წევრებმა შეიმუშავეს კლუბის მუშაობისთვის საჭირო ძირითადი კონცეფცია. მოსწავლეებმა ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს კლუბის მმართველი რგოლი, რომელესაც გარკვეული ფუნქცია- მოვალეობები დააკისრეს. . კლუბის წევრები შეთანხმდნენ შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე.

Monday 14 February 2011

პროგრამის პრეზენტაცია რუსთავის 22–ე საჯარო სკოლაში

11 თებერვალს ქ. რუსთავის 22–ე საჯარო სკოლაში სიქა–ს წევრებმა მოაწყვეს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია. პროგრამის მიზნებსა და მის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს გაეცვნენ სკოლის 57 მოსწავლე, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სკოლის დირექტორი.
სკოლის დირექციამ და მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი აქტიურად ჩაერთონ პროგრამის განხორციელებაში. დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა სკოლაში სამოქალაქო კლუბის დაარსების ხელშეწყობისათვის. სკოლის დირექციამ ასევე თანადგომა აღუთქვა აქტიურ მოსწავლეებს სამოქალაქო აქტივობების განხორციელების საქმეში.

პროგრამის პრეზენტაცია რუსთავის 21–ე საჯარო სკოლაში

2011 წლის 11 თებერვალს რუსთავის 21–ე საჯარო სკოლაში შედგა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის 21 უფროსკლასელი, სამოქალაქო განათლების 3 პედაგოგები, სკოლის ფსიქოლოგი.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ პროგრამის დირექტორი ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძე, პროგრამის სხვადსხვა მიმართულებების კოორდინატორები ცირა თავშავაძე და ნინო ვარდიაშვილი.
მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართვის დიდი ინტერესი გამოთქვეს. დაიგეგმა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მოსწავლეებს დაეწევათ დახმარება კლუბის სტრუქტურირებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
პროგრამით დიდი დაინტერესება გამოხატეს სამოქალაქო განათლების პედაგოგებმაც, რომლებმაც გულისტკივილი გამოთქვეს სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების სიმწირის გამო.

Friday 11 February 2011

10 თებერვალს სიქა-ს ოფისში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც  ქ.რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 8 წარმომადგენელი დაესწრო. მათ ჩაუტარდათ ტრენინგი ელ.ფოსტის პრაქტიკული გამოყენების შესახებ. №1, №2 და №5 სკოლის მოსწავლეებმა ისწავლეს ელ.ფოსტით ფაილების მიღება-გადაგზავნა. შეხვედრის შემდეგ დაევალათ სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით  შევსებული აპლიკაციების გადმოგზავნა.

Thursday 3 February 2011

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა

2011 წლის 3 თებერვალს სიქა-ს ოფისში შემდგარ შეხვედრაზე  პროგრამის კოორდინატორებმა ქ.რუსთავის №10 და 25 საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს  ინფორმაცია მიაწოდეს პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის შესახებ -  ვის და როგორ შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება, რა ვადებში  და რომელი საკონკურსო თემების მიხედვით,  მოხდა საიტის http://initiatives.ph-int.org/ დათვალიერება, სადაც განთავსებულია საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო ფორმები. 
ასევე მოხდა საგრანტო განაცხადის ფორმის განხილვა: მისი მოთხოვნების, პუნქტების, შევსების პირობების. იმსჯელეს და შეთანხმდნენ საგრანტო განაცხადზე მუშაობის პროცესში კონსულტაციების მიღების ფორმასა და გრაფიკზე. სკოლებიდან შეირჩა საკონტაქტო პირები (მოსწავლეები), რომლებიც პროგრამის კოორდინატორებთან იქნებიან რეგულარულად ონლაინ კავშირში, გაცვლიან ინფორმაციას კლუბების მუშაობისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ.  
სამოქალაქო კლუბების წარმოადგენლებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს მოსწავლეებისთვის სტაჟირების პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ. გაეცნენ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო ფორმას, მისი შევსებისა და პარტნიორი ორგანიზაციისთვის მიწოდების ფორმებს.
სიქას ოფისში გრაფიკის მიხედვით რეგულარულად შედგება შეხვედრები ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებსა და პროგრამის კოორდინატორებს შორის.

პირველი შეხვედრა საგრანტო კონკურსის შესახებ


2011 წლის 2 თებერვალს სიქა-ს ოფისში მოეწყო შეხვედრა ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებისა და პროგრამის კოორდინატორებს შორის. სამუშაო შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ. გაეცნენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, ვადებსა და საკონკურსო თემებს, განიხილეს საგრანტო განაცხადის ფორმა: მისი მოთხოვნები, პუნქტები, შევსების პირობები. იმსჯელეს და შეთანხმდნენ იმის შესახებ, თუ რა ფორმით და როგორი გრაფიკით შეძლებენ კონსულტაციების მიღებას საგრანტო განაცხადზე მუშაობის პროცესში. მოსწავლეები გაეცნენ საიტს http://initiatives.ph-int.org/, სადაც განთავსებულია საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო ფორმები. სკოლებიდან შეირჩა საკონტაქტო პირები (მოსწავლეები), რომლებიც პროგრამის კოორდინატორებთან იქნებიან რეგულარულად ონლაინ კავშირში, გაცვლიან ინფორმაციას კლუბების მუშაობისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ. დაიგეგმა რეგულარული შეხვედრების გრაფიკი სიქას ოფისში ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებსა და პროგრამის კოორდინატორებს შორის.

შეხვედრა 2011 წლის 2 თებერვალს


2011 წლის 2 თებერვალს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში შედგა ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებისა და პროექტის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრას დაესწრო ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების კლუბების 12 წარმომადგენელი.
სამუშაო შეხვედრის პირველი ნახევარი დაეთმო მოსწავლეებისთვის სტაჟირების პროგრამის ორგანიზებას. მოსწავლეებმა მიიღეს კონკრეტული ინფორმაცია პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ. მათ დასვეს კითხვები თემის ირგვლივ. გაეცნენ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო ფორმას, მისი შევსებისა და პარტნიორი ორგანიზაციისთვის მიწოდების ფორმებს. შეხვედრაზე მოსწავლეები შეხვდნენ მოწვეულ სტუმარს, იურისტს, განათლების სფეროს მუშაკს, რუსთავის მკვიდრს იოსებ პირველს. სტუმარმა ისაუბრა სამოქალაქო განათლების როლსა და მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა მოსწავლეებისთვის ასეთი ცოდნისა და უნარის საჭიროებას სკოლაში სწავლის პეროდშივე. მოსწავლეებმა გამოკვეთეს ის საკითხები, რომელზეც ისურვებდნენ შემდეგში უფრო მეტი ინფორმაციის და გამოცდილების მიღებას. მოსწავლეებმა სტუმრისგან მიიღეს შეთავაზება კომპეტენტური იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობებზე და შეთანხმდნენ კონსულტაციის გზებსა და ფორმებზეც.

Tuesday 1 February 2011

პროგრამის პრეზენტაცია რუსთავის სკოლების დირექტორებისათვის


1 თებერვალს რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდა რუსთავის 26 სკოლის დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მათ მიეწოდათ ინფორმაცია პროგრამის მიმართულებებისა და პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.