Thursday 2 December 2010

პროგრამის პრეზენტაცია ქ. რუსთავში

22 ნოემბერს სიქა–ს ოფისში გაიმართა "სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია. PH International - საქართველოს ოფისი ახორციელებს "სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების" სამწლიან პროგრამას. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია პარტნიორი ორგანიზაციაა ქვემო ქართლში აღნიშნული პროგრამის "მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების" კომპონენტის განხორციელების კუთხით. სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში; გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამის პრეზენტაციას უძღვებოდნენ ბერდია ნაცვლიშვილი – პროგრამა ჰარმონიის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, თამუნა ფრუიძე – გრანტების მენეჯერი (პროგრამა ჰარმონია) და ინგა პაიჭაძე – სიქას აღმასრულებელი დირექტორი. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. რუსთავის საჯარო სკოლების, თვითმმართველობის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

No comments:

Post a Comment