Wednesday 27 April 2011

საგრანტო კონკურსზე კონსულტაცია

27 აპრილს სიქა-ს ოფისში შედგა მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის №1,4,7,9,12,13,21,24,25 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები და გამარჯვების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე. კლუბების რამდენიმე  წევრმა გაიხსნა ელ.ფოსტა და დარეგისტრირდა საგრანტო განაცხადების საიტზე. შემდეგ დიდ ეკრანზე შედგა საგრანტო განაცხადის ონ-ლაინში შევსების ჩვენება.  მონაწილეებმა მიიღეს ინდივიდუალური რეკომენდაციები პროექტის საბოლოო დასახვეწად.

Sunday 24 April 2011

გამწვანების აქცია რუსთავის მე–17 საჯარო სკოლაში

ქ.რუსთავის მე–17 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბმა ინიცირება გაუკეთა გამწვანების აქციას.  20 აპრილს ორგანიზებულ აქციას თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერის მოადგილე შორენა გარდაფხაძე  დაესწრო. აქციის  ფარგლებშიც სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის 40-მდე ხის ნერგი დაირგო. აღსანიშნავია, რომ ნერგები, მე–17 საჯარო სკოლას ჩაღლარის დაწესებლებების რუსთავის, რუსთაველის სახელობის სკოლა–ლიცეუმის დირექციამ, საჩუქრად გადასცა. შორენა გარდაფხაძემ აქციას მნიშვნელოვანი უწოდა და სკოლა – ლიცეუმის ხელმძღვანელობას აქციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

Thursday 21 April 2011

მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა სიქა-ს ოფისში

20 აპრილს სიქა-ს ოფისში შედგა მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის №11, 25 და გარდაბნის რაიონის გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. მოსწავლეებმა გახსნეს ელ.ფოსტები,  რეგისტრაცია გაიარეს საგრანტო განაცხადების კონკურსზე და ონლაინში დაიწყეს საგრანტო განაცხადის შევსება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის შედეგად მოსწავლეებმა  მიიღეს სასარგებლო ინფორმაციები საგრანტო თემებთან და აპლიკაციის ფორმასთან დაკავშირებით.

Tuesday 19 April 2011

დებატების ტურნირისთვის მზადება

16 აპრილს გიორგი თვალიაშვილმა ჩაატარა მორიგი ტრენინგი დებატების ხელოვნებაში. ტრენინგს ესწრებოდა რუსთავის 5 საჯარო სკოლის(№1, №2, №7,№10, №11)  მოსწავლეები. მონაწილეებმა გაიგეს დებატების ფორმატის ტექნიკური დეტალები და ითამაშეს საცდელი თამაში. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგში და მიიღეს დავალება: შემდეგ ტრენინგზე გუნდებს უნდა ჰქონდეთ დაწერილი ქეისები შემდეგ რეზოლუციაზე „მასმედიის ცენზურა გამართლებულია “.

Monday 11 April 2011

რეგიონული ტურნირის სამზადისი

11 აპრილს ნინო ვარდიშვილმა ჩაატარა მორიგი სემინარი დებატების ხელოვნებაში რუსთავის 5 საჯარო სკოლის ( №15, №21, №22, №24, №25) კლუბის  წევრებისთვის. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ფორმალური დებატების, კერძოდ კი ფასეულობათა დებატების შესახებ. გაიგეს კითხვათა ფორმების, დებატების ტექნიკური და შინაარსობლივი დეტალების შესახებ. მონაწილეები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამუშაო პროცესში და დისკუსიებში.

დებატების რეგიონალური ტურნირისთვის მზადება

პროგრამის ფარგლებში დაიწყო რეგიონალური დებატების ტურნირისთვის მზადება. 9 აპრილს „სიქას“ ოფისში  დაიწყო სამუშაო შეხვედრები, კერძოდ კი სემინარები ფორმალური დებატების სწავლებაში. პირველ სემინარს დაესწრო 5 საჯარო სკოლის (№1, №2, № 7, №10,  №11 ) სამოქალაქო კლუბების 13 წევრი. საწყის ეტაპზე სემინარები ჩაუტარდებათ  რუსთავის 14 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს,  ერთი სკოლიდან - 3 მოსწავლეს.
სემინარები დებატების ხელოვნებაში  გაგარძელდება 2 თვის (აპრილი, მაისი) განმავლობაში. იგეგმება კვირაში 3-4 სემინარი და კონსულტაციები კლუბის წევრებთან  მათი საჭიროებიდან გამომდინარე.

სამუშაო შეხვედრა ქ. რუსთავის №9 საჯარო სკოლაში

სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წარმომადგენელი 7 აპრილს შეხვდა რუსთავის №9 საჯარო სკოლის დირექციას, სკოლის აქტიურ მოსწავლეებს. განიხილეს სკოლაში სამოქალაქო კლუბის მუშაობის პერსპექტივები.
სკოლას გადაეცა პროგრამის ფარგლებში დაბეჭდლილი პოსტერი, კალენდრები და საკანცელარიო მასალა. 

სამუშაო შეხვდრა რუსთავის 26 საჯარო სკოლაში

7 აპრილს ქ.რუსთავის 26  საჯარო სკოლაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა  "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლისა დირექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სკოლის აქტიური უფროსკლასელი მოსწავლებეი. მოსწავლეებმა  მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია  საკლუბო სამოქალაქო აქტივობებისა და საგრანტო პროექტებზე მუშაობის შესახებ .

Thursday 7 April 2011

შეხვედრა რუსთავის №17 საჯარო სკოლაში

 7 აპრილს სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წევრები შეხვდნენ რუსთავის № 17 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს: დირექციას, სამოქალაქო განათლების პედაგოგსა და მოსწავლეებს.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, გაეცნენ მის პრიორიტეტებსა და პირობებს.
სკოლას გადაეცა პროგრამის ფარგლებში დაბეჭდლილი პოსტერი, კალენდრები და საკანცელარიო მასალა. 

Wednesday 6 April 2011

შეხვედრა რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მეურვეებთან

6 აპრილს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სიქა-ს ოფისში, სადაც რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბის მეურვეებმა ანგარიშები  წარმოადგინეს ჩატარებული  ღონისძიებების შესახებ.   სკოლების სამოქალაქო კლუბების მიერ შექმნილი ბლოგების დათვალიერებაც მოეწყო დიდ ეკრანზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ახლადშექმნილი სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებიც, რომლებმაც ინფორმაცია მიიღეს, თუ რა სახის აქტივობები შეუძლიათ განახორციელონ თავიანთ კლუბებში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საგრანტო განაცხადების ახალი თემები. მეურვეებმა აღნიშნეს, რომ  რუსთავის 2 სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ გრანტის მოპოვებამ მათ სტიმული მისცა და გადაწყვიტეს მიმდინარე თვეში აუცილებლად შეიტანონ განაცხადი მცირე გრანტების კონკურსზე.

სამუშაო ვიზიტი ქ.რუსთავის №24 საჯარო სკოლაში

5 აპრილს რუსთავის 24–ე საჯარო სკოლაში მოეწყო სამუშაო შეხვედრა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის აქტიური უფროსკლასელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორი და სამოქალაქო კლუბის მეურვე. სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეების მხრიდან გამოიკვეთა განსაკუთრების დიდი ინტერესი საკლუბო სამოქალაქო აქტივობებისა და საგრანტო პროექტებისადმი. 

შეხვედრა №13 საჯარო სკოლაში

5 აპრილს რუსთავის მე–13 საჯარო სკოლაში მოეწყო მორიგი შეხვედრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწავლო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. დაიგეგმა პროგრამაში აქტიური ჩართვის შემდეგი კონკრეტული ნაბიჯები.