Wednesday 16 January 2013

სამოქალაქო კლუბის წევრები მოხალისეობრივ სერვისს გაეცნენ


15 იანვარს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები მოხალისე დათო ოდიკაძეს შეხვდნენ. დათო EVS - ევროპული მოხალისეობრივი სერვისის  პროგრამით მოხალისედ მუშაობს რუმინეთში და ახლა რამდენიმე დღით არის საქართველოში ჩამოსული.
შეხვედრის პირველ ნაწილში დათო ოდიკაძემ აუდიტორიას გააცნო ის აქტივობები რომელსაც ის მოხალისეობრივ საწყისებზე სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეებთან ერთად ახორციელებს, აღწერა მისი ძირითადი საქმიანობა, სლაიდ შოუს გამოყენებით მოსწავლეებს გააცნო ჩატარებული ქტივობები. დათომ მოხალისეობრივი სერვისის სარგებელზე ისაუბრა და მოუწოდა ახალგაზრდებს, აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სიქას 3 პოლონელი მოხალისე, რომელებიც ამჟამად მუშაობენ რუსთავში. პოლონელებმა მოხალისეობის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
კლუბის წევრებისთვის შეხვედრა საინტერესო და ახალი ინფორმაციებით დატვირთული აღმოჩნდა. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი თავადაც აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მოხალისეობრივ საწყისებზე სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში.
შეხვედრას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 29 წევრი დაესწრო.