Wednesday 20 February 2013

პროგრამის ხელახალი პრეზენტაცია 22-ე სკოლაში


20 თებერვალს რუსთავის #22 საჯარო სკოლაში მოეწყო „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პრეზენტაცია.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის პროგრამის უკეთ გაცნობას და სამოქალაქო კლუბის გააქტიურებას.
მოსწავლეები  გაეცვნენ პროგრამის დანიშნულებას და პრიორიტეტებს, კლუბების მუშაობის სტილს, ძირითად საქმიანობებს. განიხილეს აქტივობები, რომელიც შეიძლება განახორციელოს კლუბმა, გაეცვნენ როგორ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან თანამშრომლობა.
მონაწილეთა უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი აქტიურად ჩაერთოს კლუბის საქმიანობაში, ჩამოაყალიბეს იდეები და შეხვედრაზევე განიხილეს განხორციელების გზები.
კლუბი მიმდინარე კვირაში ადმინისტრაციას მიმართავს თხოვნით გამოყონ საკლასო ოთახი, რის შემდეგაც კლუბი აქტიურ მუშაობას დაიწყებს.
შეხვედრას 34 მოსწავლე დაესწრო.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა თამბაქოს მავნებლობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს


19 თებერვალს რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „თამბაქოსგან თავისუფალი გარემო“ .
ტრენინგი მოამზადეს  თამბაქოს ჩარჩოს კონვენციის იმპლიენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა და თამბაქოს კონტროლის ალიანსმა.
ტრენინგს წუძღვა საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე.
შეხედრის განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად ტრენერმა ისაუბრა თამბაქოსთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
განიხილეს განსხვავება აქტიურ და პასიურ მწეველს შორის, გაეცვნენ საქართველოში არსებულ სტატისტიკას, ისაუბრეს თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებზე, რისკებსა და შედეგებზე.
მოსწავლეები გაეცვნენ საქართველოში არსებულ კანონმდებლობას თამბაქოსთან დაკავშრებით, ისაუბრეს სრულდება თუ არა კანონი  და რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
შეხვედრის განმავლობაში სამოქალაქო კლუბის წევრები სვამდნენ კითხვებს და ტრენერთან ერთად მსჯელობდნენ აღნიშნულ საკითხებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილში კი მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელიც თამბაქოსგან გამოწვეულ მავნებლობას შეეხებოდა.
შეხვედრის დასასრულს სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამოთქვეს სურვილი მსგავსი ტიპის შეხვედრები ცალკეულ კლუბებშიც მოეწყოს. ინიციტივაზე  ტრენერისგან თანხმობა მიიღეს. 

Monday 11 February 2013

ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება


2013 წლის 8 თებერვალს, ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლის ორგანიზებით რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საგრანტო პროექტის „კანონი დღეს“ შემაჯამებელი ღონისძიება.
პროექტის მთავარი მიზანი იყო სამართლებრივი უნარის გამომუშავება მოზარდებში,  უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა სამართალწარმოებისა და სასამართლო სტრუქტურის შესახებ, საკუთარი აზრისა და სურვილის დაფიქსირება კანონით შესაძლებელი ფორმით, კანონის უზენაესობის გაცნობიერება.
მოცემულ მიზნებს კლუბის „Bridge” წევრებმა მიაღწიეს ღონისძიებების მეშვეობით, რომელიც იყო 2 თვეში გაწერილი: რუსთავის 8 სკოლის წარმომადგენლებმა წარადგინეს თავისი გუნდები, მათ დაურიგდათ კაზუსები და შედგა შეჯიბრი გუნდებს შორის მიცემული დავალებების მიხედვით, გამოვლინდა გამარჯვებული სკოლა. ყველა მონაწილე სკოლას და გამარჯვებულ გუნდს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები და საჩუქრად წიგნები, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიაწოდა პროექტის ავტორებს.
პროექტის წარმატებით განხორციელებაში ჩართული იყო არა მხოლოდ ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლა, არამედ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საადვოკატო ბიურო „ფოჩხუა და კომპანია“, წარმომადგენლები ამ ორგანიზაციებიდან აქტიურად ატარებდნენ საკონსულტაციო შეხვედრებს და ყველანაირ დახმარებას უწევდნენ პროექტის საინიციატივო ჯგუფს ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის.
პროექტის ფარგლებში რუსთავის #12 საჯარო სკოლამ შეიძინა საკანცელარიო მასალა და დაბეჭდა ტრიპლეტები, სადაც არის ასახული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ. პუბილკაციები გავრცელდება ადგილობრივ თემში და მთელი საქართველოს მასშტაბითაც.
პროექტის მიმდინარეობა გაშუქდა ქვემო ქართლის ტელევიზიის მიერ და ინფორმაცია ასევე დაიბეჭდა გაზეთში „რუსთავის ამბები“.

მე-17 სკოლაში სამოქალაქო კლუბი განახლდა


რუსთავის #17 საჯარო სკოლაში სიქას ორგანიზებით მოეწყო „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პრეზენტაცია.
სამოქალაქო კლუბის გამოცდილი წევრები ბოლო პერიოდში ვერ ახერხებდნენ კლუბის მუშაობში ჩართვას, რის გამოც კლუბმა შეწყვიტა ფუნქციონირება.
აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები , რომელებიც გაეცვნენ პროგრამის დანიშნულებას და პრიორიტეტებს, კლუბების მუშაობის სტილს, ძირითად საქმიანობებს.
შეხვედრაზევე გამოიკვეთა აქტიური მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც ითავებს კლუბის გააქტიურეს.
მეურვეს მონაწილეობით მოსწავლეებმა განიხილეს ის სავარაუდო აქტივობები, რომლებსაც კლუბი უახლოეს მომავალში განახორციელებს.
პირველ რიგში მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, კლუბისთვის  გამოყონ საკლასო ოთახი, ინიციტივაზე ზეპირი თანხმობა უკვე მიიღეს.

Friday 8 February 2013

რუსთავის #9 საჯარო სკოლაში პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო


6 თებერვალს რუსთავის #9 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სიქას ორგანიზებით მოეწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ როგორც კლუბის წევრები, ასევე სკოლის სხვა მოსწავლეები.
შეხვედრის დასაწყისში მოსწავლები გაეცნენ პროგრამის მიმდინერობას და პროგრამის მთავარ მიზანს.
გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში კლუბი გადახალისდა და ახალი წევრებით დაკომპლექტდა, შეხვედრის მეორე ნაწილი ძირითად კლუბის მუშაობის განხილვას დაეთმო. მოსწავლეებმა იმსჯელეს მუშაობის როგორი სტილია უფრო ეფექტური, როგორ შეიძლება ფუნქციების გადანაწილება, რა თემებზე შეუძლია კლუბს მუშაობა, როგორ მოიძიოს კლუბმა არსებული პრობლემები და ამ პრობლემების მოსაგვრებლად როგორ ითანამშრომლონ  გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან.
კლუბის წევრებს მიეცათ კონკრეტული დავალებები და განესაზღვრათ დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს კი გაუჩნდა სურვილი მონაწილეობა მიიღონ კლუბის საქმიანობაში.