20 თებერვალს რუსთავის #22 საჯარო სკოლაში მოეწყო „სამოქალაქო
განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პრეზენტაცია.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის პროგრამის
უკეთ გაცნობას და სამოქალაქო კლუბის გააქტიურებას.
მოსწავლეები
გაეცვნენ პროგრამის დანიშნულებას და პრიორიტეტებს, კლუბების მუშაობის სტილს,
ძირითად საქმიანობებს. განიხილეს აქტივობები, რომელიც შეიძლება განახორციელოს კლუბმა,
გაეცვნენ როგორ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან თანამშრომლობა.
მონაწილეთა უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი აქტიურად
ჩაერთოს კლუბის საქმიანობაში, ჩამოაყალიბეს იდეები და შეხვედრაზევე განიხილეს განხორციელების
გზები.
კლუბი მიმდინარე კვირაში ადმინისტრაციას მიმართავს თხოვნით
გამოყონ საკლასო ოთახი, რის შემდეგაც კლუბი აქტიურ მუშაობას დაიწყებს.
შეხვედრას 34 მოსწავლე დაესწრო.
No comments:
Post a Comment