Monday 23 May 2011

შუალედური ანგარიშისთვის მზადება

23 მაისს სიქა-ს ოფისში შედგა სამუშაო შეხვედრა რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მეურვეებსა და წევრებთან, რომლის მთავარი მიზანი იყო 25 მაისს დაგეგმილი შუალედური ანგარიშისთვის მზადება. სამოქალაქო კლუბის წევრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების პროგრამის შესახებ, ასევე თუ რა სახის პრეზენტაციები და პოსტერები უნდა წარმოადგინონ სკოლებმა. აღინიშნა, რომ ძირითად მომხსენებლები იქნებიან აქტიური სამოქალაქო კლუბები, რომლებმაც გრანტი მიიღეს. შეგახსენებთ, რომ 25 მაისს რუსთავის №15 საჯარო სკოლაში შედგება "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" შუალედური შეფასება, რომელზეც პროგრამის დონორების და PH-International-ის წარმომადგენლების წინაშე ანგარიშით წარსდგებიან ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბები.

Tuesday 17 May 2011

ღონისძიებისთვის "ეკობორბალი" მზადება

11 მაისს სიქა-ს ოფისში შედგა ოთხშაბათის ტრადიციული შეხვედრა სამოქალაქო კლუბების წევრებსა და მეურვეებთან, რომლის მთავარი თემა იყო 12 მაისს დაგეგმილი ღონისძიებისთვის "ეკობორბალი" მზადება.  შეხვედრას ესწრებოდნენ # 1, 4, 7,10,12,16,17, 23 და 25 საჯარო სკოლების  წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს დაგეგმილი ღონისძიების მიზანზე, აქტივობებსა და მოსალოდნელ რისკებზე. კლუბებმა დააზუსტეს დავალებები, მიიღეს შესაბამისი მითითებები და საჭირო საკანცელარიო მასალა.

Saturday 7 May 2011

დებატების ტურნირისთვის მზადება


7 მაისს ჩატარდა მორიგი თამაში კარლ პოპერის სახელობის დებატებში. მოთამაშე გუნდები შედგებოდა რუსთავის № 1,4,10, და №11 საჯარო სკოლების  სამოქალაქო განათლების კლუბების წევრებისგან. თამაში საინტერესოდ წარიმართა და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი „მტკიცებითი გუნდი“. ბავშვებმა  მსაჯისგან (ნინო ვარდიაშვილი) მიიღეს რჩევები და შენიშვნები ხარვეზებთან დაკავშირებით და ასევე შექება  კარგი მოხსენებებისთვის.დაიგეგმა შემდეგი  თამაში.

Thursday 5 May 2011

4 მაისის შეხვედრა სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან


   4 მაისს სიქა-ს ოფისში სამოქალაქო კლუბების ლიდერების მორიგ შეხვედრას ესწრებოდნენ № 5, 7, 15, 16, 17, 23 და 24 სკოლის მოსწავლეები. თავდაპირველად მათ იხილეს პროექტის "მწვანე გამოწვევა რუსთავის საზოგადოებას" პრეზენტაცია.     
   შეხვედრაზე დამსწრე მოსწავლეებმა  მიიღეს დამატებითი კონსულტაციები საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით. 

Tuesday 3 May 2011

დებატების ტურნირისთვის მზადება


30 აპრილს და 2 მაისს ჩატარდა მორიგი შეხვედრები დებატების ხელოვნების სწავლებაში, შეხვედრებს დაესწრნენ #1, #4, #7, #10, #11, #12, #15, #21, #22, #24, #25 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების  წევრები. ორივე შეხვედრაზე მოეწყო თამაშები შემდეგ რეზოლუციაზე „ მასმედიის ცენზურა გამართლებულია“.
ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი თავიანთ მოვალეობებს და პირველი თამაშისთვის შეძლებისდაგვარად კარგად ითამაშეს. თამაშების ბოლოს მოთამაშეებმა მსაჯისგან მიიღეს რჩევები უკეთესი თამაშისთვის.