Wednesday 26 March 2014

ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღეს კლუბის წევრები მედიცინის დოქტორებს და მეცნიერებს შეხვდნენ

24 მარტს, ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღეს რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები ექსპერტებს  შეხვდნენ.  
მოწვეული სტუმრები იყვნენ  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ნანა ცხაკაია,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომლები: თეონა თოდუა, მაია ბერუჩაშვილი.
შეხვედრის პირველ ნაწილი ტუბერკულიოზის აღმოჩენისა და გავრცელების ისტორიის განხილვას დაეთმო.
სტუმრებმა ისაუბრეს დაავადების გადამდებ გზებსა და თავის დაცვის საშუალებებზე.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა შემთხვევაშია დაავადება საშიში, რას უნდა ერიდონ  საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. რა არის დაავადების პირველი ნიშნები და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.
მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და კლუბის წევრებმა პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო დაავადების გადადების გზებისა და მასთან ბრძოლის საკითხები აღმოჩნდა.
შეხვედრა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებით დასრულდა, რომლის მთავარი სათქმელი იყო,  თუ რა მნიშვნელობა აქვს დაავადების დასაწყისშივე აღმოჩენას და დროულ მკურნალობას.
შეხვედრის მთავარი მიზანი  ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათ ინფორმირება იყო.

შეხვედრა USAID-ის ოფისში გაიმართა და მას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების  30-მდე წევრი დაესწრო.

No comments:

Post a Comment