Monday 18 March 2013

სამოქალაქო კლუბის წევრები ჯუმბერ ლეჟავას შეხვდნენ


5 მარტს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქას ორგანიზებით მოეწყო რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის შეხვედრა ცნობილ სპორტსმენსა და რეკორდსმენთან ჯუმბერ ლეჟავასთან.
სპორტსმენმა თავდაპირველად საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა, ძირითადი ნაწილის მის მოგზაურობის განხილვას დაეთმო. რეკორდსმენმა ისაუბრა იმ სიძნელეებზე, რომლის გადალახვაც უწევდა მოგზაურობის განმავლობაში, რეკორდის მნიშვნელობასა და მთავარ დანიშნულებაზე.
შეხვედრაზე ძირითადი  ყურადღება გამახვილდა ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, თუ რატომ და როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ჯანსაღი ცხოვრებით. ჯუმბერ ლეჟავამ ახალგაზრდებს მისცა ის კონკრეტული რჩევები, რომლითაც სპორტსმენი ყოველდღიურად ხელმძღვანელობს.
რეკორდსმენმა ასევე ისაუბრა მიზანდასახულობაზე და  ახლაგაზრდებს მოუწოდა, რომ   მიზნის მისაღწევად გამოიყენონ ყველა შესაძლო გზა და დაასრულონ დაწყებული საქმე.
შეხვდრის მეორე ნაწილი მოსწავლეებს შეკითხვებს დაეთმო. კითხვები შეეხებოდა სპორტსმენის სამომავლო გეგმებს.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი გაწევრიანდნენ ველომრბოლელთა კლუბში და მათთან ერთად სამოქალაქო კლუბებმა დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები.
შეხვედრას რუსთავის 10 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების 23 წევრი დაესწრო. 

No comments:

Post a Comment