6 თებერვალს რუსთავის #9 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
სიქას ორგანიზებით მოეწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის
პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ როგორც კლუბის წევრები, ასევე სკოლის სხვა მოსწავლეები.
შეხვედრის დასაწყისში მოსწავლები გაეცნენ პროგრამის
მიმდინერობას და პროგრამის მთავარ მიზანს.
გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში
კლუბი გადახალისდა და ახალი წევრებით დაკომპლექტდა, შეხვედრის მეორე ნაწილი ძირითად
კლუბის მუშაობის განხილვას დაეთმო. მოსწავლეებმა იმსჯელეს მუშაობის როგორი სტილია უფრო
ეფექტური, როგორ შეიძლება ფუნქციების გადანაწილება, რა თემებზე შეუძლია კლუბს მუშაობა,
როგორ მოიძიოს კლუბმა არსებული პრობლემები და ამ პრობლემების მოსაგვრებლად როგორ ითანამშრომლონ
გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან.
კლუბის წევრებს მიეცათ კონკრეტული დავალებები და განესაზღვრათ
დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს კი გაუჩნდა სურვილი მონაწილეობა
მიიღონ კლუბის საქმიანობაში.
No comments:
Post a Comment