20 აპრილს სიქა-ს ოფისში შედგა მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის №11, 25 და გარდაბნის რაიონის გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. მოსწავლეებმა გახსნეს ელ.ფოსტები, რეგისტრაცია გაიარეს საგრანტო განაცხადების კონკურსზე და ონლაინში დაიწყეს საგრანტო განაცხადის შევსება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის შედეგად მოსწავლეებმა მიიღეს სასარგებლო ინფორმაციები საგრანტო თემებთან და აპლიკაციის ფორმასთან დაკავშირებით.
No comments:
Post a Comment