17 თებერვალს სიქა-ს ოფისში გაიმართა კონსულტაცია მცირე გრანტების პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის №1, 2, 4, 5, 10, 21 და 25 სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. შეხვედრის მიზანი იყო:
- მცირე გრანტების სააპლიკაციო ფორმის ყველა მუხლის განმარტება-ანალიზი;
- აუცილებელი თანდართული ფორმების: სამუშაო განრიგისა და ბიუჯეტის შედგენა.
საგრანტო პროექტის ბიუჯეტის მაგალითის განხილვით, მოსწავლეები უფრო კარგად გაერკვნენ ბიუჯეტის შედგენის ნიუანსებში.
შეხვედრას ესწრებოდა PH International-ში გრანტების მენეჯერი თამუნა ფრუიძე, რომელიც დაინტერესდა სამოქალაქო კლუბების საქმიანობით: რა სიხშირით იკრიბებიან და რა საკითხებთან დაკავშირებით. კლუბების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მერ გაწეულ სამუშაოებზე და რჩევებიც მიიღეს გრანტების მენეჯერისგან.
მსგავსი შეხვედრები სიქა-ს ოფისში პერიოდულად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს საგრანტო პროექტების დახვეწას და დამუშავებას.
No comments:
Post a Comment