25 ოქტომბერს სიქა-ს ოფისში რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა, ლეები რომლებიც სამუშაობენ საგრანტო პროექტებზე, მიიღეს დამატებითი დეტალური კონსულტაცია საგრანტო აპლიკაციის შევსების შესახებ. მოსწავლეებმა ტრენერების დახმარებით რედაქტირება გაუკეთეს საგრანტო პროექტების აპლიკაციებს, განიხილეს საგრანტო პროექტების ბიუჯეტები. ტრენინგზე სხვადასხვა კლუბების მოსწავლეებმა 4 საგრანტო განაცხადზე იმუშავეს.
Civic Education in Georgia, Kvemo Kartli Region, 71 schools from Rustavi, Gardabani, Dmanisi, Marneuli, Bolnisi, Tetrickaro are involved in the program. During the next 3 years civic clubs funded in the selected schools will promote community activities and apply for small grants.
Wednesday, 26 October 2011
Thursday, 20 October 2011
საგრანტო პროექტებზე მუშაობა დაიწყო
18 ოქტომბერს სიქა-ს ოფისში გაიმართა ტრენინგი სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის #4,5,11,13,14 23 და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის #1, გამარჯვების, ნორიოს, ტანძიის, გარდაბნის #1, შულავერის #1, ქვ.ბოლნისის #1, სართიჭალის #1 და #2 და კრწანისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს საგრანტო განაცხადის ონლაინ აპლიკაციის შევსება, დარეგისტრირდნენ საიტზე initiatives.ge და დაიწყეს საგრანტო განაცხადების ატვირთვა.
Friday, 7 October 2011
მცირე გრანტების საკონსულტაციო შეხვედრა რუსთავისა და გარდაბნის სამოქალაქო კლუბებისათვის
27 სექტემბერს სიქა-ს ოფისში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა რუსთავისა და გარდაბნის რაიონის სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენელთათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის, გარდაბნის, გამარჯვების, ლემშვენიერას სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები. საგრანტო მიმართულების კოორდინატორმა ცირა თავშვაძემ შეხვედრის დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო აქტივობების შესახებ.
Subscribe to:
Posts (Atom)