რუსთავის ახალგაზრდული ფორუმის #2 გუნდის პროექტის განხორციელება
დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს რუსთავში არსებული
გიორგი ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციას,
პროექტს მოსწავლეთა გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის
მხარდაჭერით ახორციელებს. პირველ ეტაპზე მოეწყო
აღნიშნული პარკის დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რუსთავის 10 სასკოლო სამოქალაქო კლუბის 15 მოსწავლემ. მოსწავლეებმა ნარჩენებისაგან გაასუფთავეს
პარკის მიმდებარე ტერიტორია. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიამ გამოყო ნაგვის მანქანა,
რომელმაც შეგროვილი ნარჩენები გაიტანა. მერიამ პარკის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი
უკვე გამოაცხადა. პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპი შემოსული აპლიკაციების განხილვაა, რომელსაც შესაბამისი
კომისია მოსწავლეებთან ერთად განიხილავს და გამარჯვებულს გამოავლენს.