სსიპ ქ.რუსთავის
#12 სკოლის მე-9 ა კლასთან სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ირინა მელქაძე-გელაშვილმა
ჩატარა ღია გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში თემაზე „თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან“
(სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღავნელოს „თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან“
გამოყენებით.) გაკვეთილს ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის
თავმჯდომარე, წიგნის ავტორი, ექსპერტი ნინი ბესელია, სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის ადმინისტრაციის
წარმომადგენლები და პედაგოგები.
გაკვეთილის მიზანი იყო: ადგილობრივ თვითმმართველობასთან
კონკრეტული თანამშრომლობის გზების დასახვა/მოდელირება.
დასასრულს ქალბატონმა ნინი ბესელიამ შეაქო მოსწავლეთა ინიციატივა და შესთავაზა გააკეთონ აქცია ქუჩაზე, საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით,
დაარიგონ შესაბამისი ფლაერები და აუმაღლონ ცნობიერება საზოგადოებას. ასევე მან მოსწავლეებს
მოუწონა ზრუნვა თემზე, ქალაქზე და დემოკრატიის ეს პატრიოტული სულისკვეთება შექებით
წაუხალისა. მან სიხარულით აღნიშნა ქ.რუსთავში ასეთი აქტუალურობით სამოქალაქო განათლების
სწავლება და მადლობა გადაუხადა ამისათვის ამავე საგნის ტრენერს და ამ ჯერად პედაგოგს
ირინა მელქაძე-გელაშვილს.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა თევზაძემ
თავის უკუკავშირში ხაზი გაუსვა სკოლაში კლუბური მუშაობის მნიშვნელობაზე და განსაკუთრებით
ამ საგნის წინაშე სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა დახმარებაზე.
No comments:
Post a Comment