Thursday, 10 March 2011

9 მარტის შეხვედრა სიქა-ს ოფისში

9 მარტს სიქა-ს ოფისში რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში ორჰუსის კონვენციის ცენტრის მენეჯერს - ხათუნა გოგალაძესა და საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს- გიორგი მაღრაძეს.  შეხვედრას ესწრებოდა 15 მოსწავლე და 1 პედაგოგი. თავდაპირველად გიორგი მაღრაძემ ისაუბრა მდგრადი განვითარების შესახებ და ადამიანის მზაობაზე ამ მიმართულებით, რომლის შემდეგ შედგა დისკუსია მოსწავლებთან, თუ რამდენად გაათვითცნობიერეს ახალგაზრდებმა ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს მიიღეს.
შემდეგ ხათუნა გოგალაძემ ისაუბრა ორჰუსის კონვენციის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების უფლების დაცვას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრულყოფისა და აღსრულების პროცესში და განმარტა ეს უფლებები. დასასრულს გიორგი მაღრაძემ და ხათუნა გოგალაძემ სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებს დაურიგეს მათი ორგანიზაციების ბუკლეტები, კალენდრები და ბიულეტენები. მოსწავლეებმა   აღნიშნეს, რომ მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გამოიყენებენ კლუბების მიერ დაგეგმილ გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
შეხვედრის მეორე ნაწილში სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კლუბების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. ასევე დაიგეგმა 1 სამოქალაქო აქტივობა დებატების სახით და შეირჩა მოდებატე სკოლებიც.
შეხვედრის დასასრულს საგრანტო განაცხადზე მომუშავე კლუბის წევრებს ჩაუტარდათ კონსულტაციები საგრანტო განაცხადთან დაკავშირებით.

2 comments:

  1. zalian saintereso shexvedra iyo da imedia aseti shexvedrebi iqneba bevri da upro meti da meti adamiani daewreba da mets gaigebbs tavisii uplebisa da garemos dacvis shesaxebb

    ReplyDelete
  2. მიხარია, თაკო, რომ მოგეწონათ სემინარი. ჩვენ ვეცდებით თქვენი ინტერესის შემთხვევაში მოვიწვიოთ ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც სრულად მოგაწოდებენ ინფორმაციას აქტუალურ საკითხებზე.
    პატივისცემით, სიქა-ს გუნდი

    ReplyDelete