სამოქალაქო კლუბების სამუშაო შეხვედრა
21 თებერვალს სიქა-ს ოფისში რუსთავის #10,#11, #13,#20 და #22 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელზეც განიხილეს შემდეგი საკითხები: - ქალაქის თვითმმართველობასთან სამოქალაქო კლუბების თანამშრმლობის გაღრმავება;
- სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა;
- კონკრეტული საკლუბო დავალებები.
მონაწილეები დეტალურად გაეცნენ პროგრამის პრიორიტეტს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას. მიიღეს კონკრეტული რჩევები, თუ როგორ უნდა მოიძიონ პრობლემა, მათ შორის ისეთიც, რომლის მოგვარება სამოქალაქო კლუბის ძალებს აღემატება; როგორ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები პრობლემის ანალიზის გაკეთების შემდეგ. შეხვედრის დასასრულს სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს მიეცათ დავალებები: თემში მოიძიონ პრობლემა და სიქა-ს მიაწოდონ ინფორმაცია, რის შემდეგაც ორგანიზაცია ინდივიდუალურად დაეხმარება კლუბებს ინიციატივის ფორმის შემუშავებაში.
No comments:
Post a Comment