17 ოქტომბერს ჩატარდა მორიგი ტრენინგი საკლუბო მუშაობაში სახელმძღვანელოს გამოყენებით, რომელსაც უმასპინძლა რუსტავის #20 საჯარო სკოლამ. ტრენინგს
დაესწრნენ რუსთავის #7,#17, #20, #24, #25, #26, #28 და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ.კრწანისის საჯარო სკოლების
სამოქალაქო კლუბების წევრები, სულ 28 მოსწავლე.
ტრენინგის მსვლელობისას არსებულმა კლუბებმა გაიცნეს
ერთმანეთის საქმიანობები, ხოლო უმრავლესობამ რუსთავის #7, # 17, #24, #25 ადგილზე მოიფიქრეს
კლუბების სახელები, სლოგანები და უახლოესი გეგმები. ტრენინგის მონაწილეთა დიდი ნაწილისთვის
პროგრამა იყო ახალი და მათი დაინტერესება გამოიწვია. უახლოეს დღეებში კლუბები მოგვაწვდიან ინფორმაციებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
ტრენინგის მონაწილეები სხვადახვა სავარჯიშოებით დარწმუნდნენ კლუბის
სტრუქტურული მუშაობის ეფექტურობაში და აუმაღლდათ კლუბში მუშაობის მოტივაცია.
No comments:
Post a Comment