12 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა შეხვედრა მოსწავლეთა თვითმმართველობების აქტიური წევრების, სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა რუსთავის #18 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა, რომელმაც სიქა-ს მეურვეობითა და ხელშეწყობით განახორციელა მცირე საგრანტო პროექტი, რომლის ფარგლებში სკოლაში მოეწყო რადიოკვანძი. სკოლის მიერ განხორციელებულმა პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა განათლების სამინისტორს წარმომადგენლებს შორის, მინისტრის მოადგილემ ბ-მა ალუდა გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე #18 სკოლის ბენეფისი შედგა. სიქა ულოცავს სკოლას ამ წარმატებას!
No comments:
Post a Comment