11 ივნისს რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები
რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ, რუსთავის მერიის დიდ დარბაზში გაიმართა.
ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო ხუროშვილმა
მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომლითაც მიმოიხილა ცენტრის საქმიანობები, მუშაობის
ძირითადი სფეროები, განხორციელებული და მიმდინარე
პროექტები.
მოსწავლეებმა კი
ცენტრის წარმომადგენლებს სამოქალაქო კლუბების საქმიანობები გააცნეს.მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, რომელიც ძირითადად
კლუბებისა და ცენტრის თანამშრომლობას შეეხებოდა.
სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა მიიღეს შეთავაზება, მიმართონ ცენტრს სხვადასხვა
ინიციტივებით. ცენტრი კი მზად არის შესაძლებლობის ფარგლებში ითანამშრომლოს კლუბებთან და ერთობლივი
აქტივობები განახორციელონ.
შეხვედრას რუსთავის 7 სკოლის სამოქალაქო კლუბის
12 წევრი დაესწრო. სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბებისთვის საჯარო დაწესებულებებში ვიზიტებს.
No comments:
Post a Comment