7 ივნისს სიქას ოფისში პროექტის „სამოქალაქო მონიტორინგის ელექტრონული სისტემის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ რუსთავის სხვადასხვა სამოქალაქო კლუბების 25 წევრი.
პროექტის მთავარი მიზანია ქალაქის მოსახლეობამ არსებული პრობლემები მარტივად მიიტანოს თვითმმართველობამდე. ელექტრონულ რუკაზე მოსახლეობას შეუძლია დაიტანოს შეტყობინება პრობლემის შესახებ, იმ ადგილის მითითებით, სადაც ეს პრობლემა არსებობს.
მოსწავლეებმა დიდი მოწონება გამოთქვეს ამ პროექტის მიმართ, ვინაიდან მათ მუდმივად უწევთ თვითმმართველობასთან ურთიერთობა და მოსახლეობისათვის საჭირბოროტო პრობლემით მიმართვა, სამოქალაქო მონიტორინგის ელექტრონული სისტემა არის მოკლე და მარტივი გზა წვლილი შეიტანონ ქალაქის პორობლემების მოგვარებაში და იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები.
No comments:
Post a Comment