1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიქა სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა. რუსთავის იუსტიციის სახლის წინ მოეწყო რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ შემნილი პლაკატების კონკურსი თემაზე "ბავშვი და ჯანსაღი ცხოვრება" და ფოტო კონკურსი თემაზე "ბავშვთა უფლებები", რომლებშიც შესაბამისად გაიმარჯვა რუსთავის #10 და #1 სკოლების პლაკატებმა. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.
სიქა-ს ევროპელმა მოხალისეებმა სამოქალაქო კლუბების წევრებთან ერთად მოაწყვეს სხვადასხვა აქტივობა - ფლეშ-მობი, თამაშები, ეკობორბალის აწყობა. მოეწყო სკეიტებისა და როლიკების საჩვენებელი რბოლა. სპორტის ამ სახეობების მოყვარულებმა სიმბოლურად მოაწერეს ხელი პოსტერს და შეუერთდნენ მოსახლეობის იმ ნაწილს,რომელსაც სურს სკეიტ-პარკინგის მოწყობა რუსთავში.
აქციაში მონაწილეობდნენ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა,სიქა-ს მოხალისეებმა და თემის წარმომადგენლებმა, სულ 45 მოქალაქემ.
No comments:
Post a Comment