5 სექტემბერს სიქა-ს ოფისში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში" მონაწილე სკოლების ბლოგერები დაესწრნენ, სულ 10 მოსწავლე. ესენი იყვნენ რუსთავის №2, №4, №10, №13, №15, №18 და №22 სკოლების ბლოგერები. სოც.მედიის ტრენინგ-ბანაკის მონაწილემ, რუსთავის №13 სკოლის მოსწავლემ ოთარ დავითაშვილმა თანატოლებს გაუზიარა ბაკურიანის ტრენინგებზე მიღებული გამოცდილება, კერძოდ, ვიდეო-აიდიო მასალის დამუშავება ონლაინ რეჟიმში WeVideo და Aviary გამოყენებით. შეხვედრის მონაწილენი გაეცვნენ ამ პროგრამებს და ისწავლეს მასში მუშაობა. ბლოგერებმა აღნიშნეს, რომ ამ პროგრამების დახმარებით მარტივად შეძლებენ ვიდეო-აუდიო მასალის დამუშავებას და ბლოგზე და სხვა სოც.ქსელებში მათ გავრცელებას.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ერთმანეთის ბლოგები და გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები და რჩევები მათ გასაუმჯობესებლად.
შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. დასარულს ბლოგერები გაეცვნენ სიქა-ს მიერ ბლოგერებისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობებს და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
No comments:
Post a Comment