სამშაბათს,
25 სექტემბერს, სიქაში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების აპლიკაციების
წერის შესახებ. გამოცხადებულია მორიგი საგრანტო კონკურსი, აპლიკაციების გადაგზავნის
ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი. შეხვედრას ესწრებოდა 3 პედაგოგი და 9 მოსწავლე სართიჭალის
#2, გარდაბნის #3, ქ. რუსთავის #10,# 13 და
#20 სკოლებიდან. ახალგაზრდებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია საგრანტო პროექტების განაცხადის
შევსების შესახებ და რა დოკუმენტაციის მომზადება არის ამისთვის საჭირო. ისინი აქტიურად
ჩაერთვნენ პროექტების წერაში.
სიქაში საკონსულტაციო
შეხვედრები ჩატარდება 8 ოქტომბრამდე ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 16:00 საათზე. ასევე
ტარდება ინდივიდუალური კონსულტაციები.
No comments:
Post a Comment