ხუთშაბათს, 27 სექტემბერს, სიქაში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების
შესახებ, მცირე გრანტების მორიგი კონკურსი გამოცხადდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის ფარგლებში, პროექტების მიღების ბოლო თარიღია 8 ოქტომბერი. შეხვედრას
ესწრებოდა 22 მოსწავლე და 1 პედაგოგი რუსთავის #20, ნორიოს და ლემშვენიერას სკოლებიდან. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ შეკითხვებზე პასუხი
უშუალოდ პროგრამის ქვემო ქართლის კოორდინატორისგან გაეგოთ, რა საკითხებს უნდა მიაქციონ
ყურადღება, სხვასხვა ტექნიკური თუ თვისობრივი დეტალები.
სიქაში საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება 8 ოქტომბრამდე
ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს
16:00
საათზე. ტარდება ასევე ინდივიდუალური კონსულტაციებიც.
No comments:
Post a Comment