2013 წლის 8 თებერვალს, ქ. რუსთავის
#12 საჯარო სკოლის ორგანიზებით რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საგრანტო პროექტის „კანონი დღეს“ შემაჯამებელი ღონისძიება.
პროექტის მთავარი მიზანი იყო სამართლებრივი
უნარის გამომუშავება მოზარდებში, უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა სამართალწარმოებისა
და სასამართლო სტრუქტურის შესახებ, საკუთარი აზრისა და სურვილის დაფიქსირება
კანონით შესაძლებელი ფორმით, კანონის უზენაესობის გაცნობიერება.
მოცემულ მიზნებს კლუბის „Bridge” წევრებმა მიაღწიეს ღონისძიებების მეშვეობით, რომელიც
იყო 2 თვეში გაწერილი: რუსთავის 8 სკოლის წარმომადგენლებმა წარადგინეს თავისი გუნდები,
მათ დაურიგდათ კაზუსები და შედგა შეჯიბრი გუნდებს შორის მიცემული დავალებების მიხედვით,
გამოვლინდა გამარჯვებული სკოლა. ყველა მონაწილე სკოლას და გამარჯვებულ გუნდს გადაეცათ
მონაწილეობის სერტიფიკატები და საჩუქრად წიგნები, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ
მიაწოდა პროექტის ავტორებს.
პროექტის წარმატებით განხორციელებაში
ჩართული იყო არა მხოლოდ ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლა, არამედ საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია, საადვოკატო ბიურო „ფოჩხუა და კომპანია“, წარმომადგენლები ამ ორგანიზაციებიდან
აქტიურად ატარებდნენ საკონსულტაციო შეხვედრებს და ყველანაირ დახმარებას უწევდნენ პროექტის
საინიციატივო ჯგუფს ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის.
პროექტის ფარგლებში რუსთავის #12 საჯარო სკოლამ
შეიძინა საკანცელარიო მასალა და დაბეჭდა ტრიპლეტები, სადაც არის ასახული ინფორმაცია
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ. პუბილკაციები გავრცელდება ადგილობრივ
თემში და მთელი საქართველოს მასშტაბითაც.
პროექტის მიმდინარეობა გაშუქდა ქვემო
ქართლის ტელევიზიის მიერ და ინფორმაცია ასევე დაიბეჭდა გაზეთში „რუსთავის ამბები“.