24 იანვარს სიქა-ს ოფისში მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის #5, 13, 20 23 და 26 სკოლების სამოქალაქო კლუბის ლიდერები და მეურვეები. თავდაპირველად ქვემო ქართლში პროგრამის სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნინი ვარდიაშვილი გაესაუბრა კლუბებში მათ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ, ხოლო რუსთავის #13 სკოლას გაუწია პირველადი კონსულტაციები კლუბის დაარსებასთან დაკავშირებით. რუსთავის #23 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, რომლებმაც აიღეს გრანტი, ისაუბრეს პროექტით გათვალისწინებული და უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ და განხორციელების რა სტადიაზე არიან. სოც.მედიიის კოორდინატორმა ე.პაიჭაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო "სამოქალაქო ინიციატივების" Facebook-ის გვერდზე განთავსებული სიახლეები, მათ შორის სამოქალაქო კლუბების მიერ გადაღებული ვიდეო-კლიპები, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხმაურება. სამოქალაქო კლუბების ერთ-ერთი აქტივობაა თვეში რამოდენიმე ვიდეოს გადაღება და განთავსება კლუბის ბლოგსა და სხვა სოციალურ ქსელებში. #13 სკოლის წარმომადგენლებს ვორკშოპიც ჩაუტარდათ საგრანტო განაცხადის აპლიკაციის შევსებაზე.
No comments:
Post a Comment