19 იანვარს სიქა-ს ოფისში მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსთავის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები ესწრებოდნენ. ეს სკოლა დეკემბერში ჩაერთო პროგრამაში და მათთვის ეს პირველ საგრანტო პროექტზე მუშაობაა. პედაგოგები დაწვრილებით გაეცვნენ საგრანტო აპლიკაციის შევსებას, ბიუჯეტის შედგენასა და პროექტის განხორციელების გეგმის გაწერას. ასევე დაათვალიერეს პროგრამის პორტალი http://www.civics.ge/, ქვემო ქართლში პროგრამის მიმდინარეობის ამსახველი ბლოგი http://civic-siqa.blogspot.com/ და სკოლების სამოქალაქო კლუბების ბლოგები.
No comments:
Post a Comment