სამშაბათს, 31 იანვარს ჩატარდა სამოქალაქო კლუბების მორიგი ყოველკვირეული შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო ვახტანგისის #1, რუსთავის #5, 13, 23, 20 და #25 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები. სამოქალაქო კლუბებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდები მუშაობდნენ საგრანტო პროექტებზე, ბლოგის შექმნაზე და ინფორმაციის განთავსებაზე. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტების წერაში, გაიცნეს აპლიკაციის ფორმა და თავიანთი იდეები მოარგეს პროექტის ფორმატს.
No comments:
Post a Comment