2013 წლის 2 ივლისს თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ კონფერენცია. ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო ბ-ნი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი.
ბ-ნი უჩა ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა, აუდიტორიაში მყოფი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების და SKYPE-ის მეშვეობით მიღებულ საქართველოს 11 რეგიონის მოსწავლეების შეკითხვებს. მოსწავლეების მიერ დასმული შეკითხვები ეხებოდა შშმ პირთა, დევნილთა, სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებათა დაცვას.
ონლაინ კონფერენციის დროს მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის ახალგაზრდული საბჭო აცხადებს წევრების მიღებას და მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.
შეხვედრის დასასრულს ბ-ნმა უჩამ მადლობა გადუხადა მოსწავლეებს საინტერსო კითხვებისთვის და აქტიური ჩართულობისთვის.
ონლაინ კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი, იხილეთ ბმული (http://www.civics.ge/index.php?m=6&newsid=489)
ონლაინ კონფერენციაში ქვემო ქართლის რეგიონიდან ჩაერთვნენ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები. მოსწავლეები სიქა-ს ოფისიდან ადევნებდნენ თვალს ონლაინ კონფერენციას და კითხვებს უსვამდნენ სახალხო დამცველს. კლუბის წევრებმა ამომაწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ რუსთავის #7, #9, #12, #13, #15 , #20, #21, #26 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები, სულ 11 მოსწავლე.
No comments:
Post a Comment