13, 14, 15 ივლისს სამოქალაქო
განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავის ალიევის სახელობის
პარკში ჭადრაკის ჩემპიონატი მოეწყო.
ჩემპიონატის ორგანიზების ინიციატივა რუსთავის სამოქალაქო
კლუბების აქტიურმა წევრებმა გამოთქვეს, რომელთაც სურდათ ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქის
ახალგაზრდობას შინაარსიანად გაეტარებინათ დრო. სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივას
გამოეხმაურნენ სიქა-ს რუმინელი მოხალისეებიც.
მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე ქალაქის თვითმმართველობასთან
ითანამშრომლეს და ჩემპიონატის ჩატარების ნებართვა აიღეს. შემდეგ ინფორმაცია გაავრცელეს
და მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყეს.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო რუსთავის 30-მდე ახალგაზრდამ,
მათ შორის იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო კლუბის წევრები და თემის წევრებიც.
ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდა. ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული
გამოვლინდა, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს კი მონაწილეობის
სერთიფიკატი გადაეცათ. ჩემპიონატის მიმდინარეობა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.
ფესტივალმა მოსახლეობის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და გამოთქვეს სურვილი მსგავსი აქტივობები კიდევ ჩატარდეს.
სამოქალაქო კლუბის წევრები კი მზად არიან დაგეგმონ და
განახორციელონ სხვადასხვა სათემო აქტივობები.
No comments:
Post a Comment